ქართული ენის შენარჩუნება

ქართული ენის შენარჩუნება, გავრცელება და მართლმეტყველური უნარის განვითარება მომავალ თაობაში დიდ ბრძოლას მოითხოვს განათლების ტკბილ-მწარე გზაზე.
ჩვენი პატარები ახლა გადიან ენის ცოდნა-გამოყენების მეორე საფეხურს, ცდილობენ მათ ფორმირებას სწორი სალიტერატურო ენით და ამას ხელს ვუწყობთ ის გარემოცვაც, რომლებიც ვტრიალებთ მათ გარშემო, ირგვლიმყოფთა ლექსიკა აშენებს მათ გონებრივ ლექსიკონს და ეს დიდი პასუხისმგებლობაა, ყველას, ვისაც ბავშვებთან ყოფნა უწევს მოზომილი სიტყვა უნდა წარმოთქვას, რომ მოზარდების გონებაში ლოგიკურად შეიჭრას თითოეული სიტყვა და დაიმკვიდროს იქ ღირსეული ადგილი. ამით ჩვენს ძვირფას ენას ყველაზე მეტად დავეხმარებით, რაც თავისთავად მოგვცემს ჯანსაღი აზროვნების მომავალ თაობას, რადგან დედაენა არის ჯადოსნური უნარების: ფიქრის, იმედის დასახვის, ბედნიერებისა და სიყვარულის ვერბალური გამოხატვის უდიდესი წყარო.

Leave a Reply

Your email address will not be published.