გვირილობა

   სკოლა  „იმედის“ IX 2 კლასის მოსწავლეები ჩვენს ქალაქში ტრადიციულად დამკვიდრებულ  „ გვირილობის“  დღესასწაულთან დაკავშირებით ესტუმრნენ ქუთაისთან მდებარე  ცნობილ საღორიის ტყეს, რომელიც ამ დღესთან დაკავშირებით უამრავ სტუმარს უწევდა მასპინძლობას.
   მოსწავლეები დაესწრნენ ღია ცის ქვეშ  გამართულ კონცერტს და წარმოდგენილ  სხვადასხვა ღონისძიებებს. დაათვალიერეს სახალისო ანიმაციები და გამოფენები, რომელი სხვადასხვა რაიონის მიერ იყო წარმოდგენილი. ამ ყველაფერმა დიდი ემოცია გამოიწვია ბავშვებში და ერთ-ერთ სამახსოვრო დღედ ჩაიწერა მათ მეხსიერებაში.

  კლ.ხელმძღვანელი: ე. ფირცხალავა.


72-ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ორგანიზატორობით , მოსწავლეთა 72-ე სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაზე სკოლა  „იმედის“ IX 2 კლასის მოსწავლეებს  საბა პატარიძეს და ლუკა ლოლუას ფიზიკის დარგში, კერძოდ ტესლას ტრანსფორმატორის შექმნისათვის გადაეცათ მე-2 ხარისხის დიპლომი.
მოსწავლეებმა საგნის პედაგოგის მევლუდ ვერულაშვილის ხელმძღვანელობით,  თავიანთი  დიდი მონდომებითა და შრომისმოყვარეობით შეძლეს თავი გაერთვათ ამ რთული დავალებისათვის, ჩვენი სკოლის სახელით გასულიყვნენ  აღნიშნულ კონფერენციაზე და წარედგინათ ეს ყოველივე, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მათ.
 კლ.ხელმძღვანელი: ე. ფირცხალავა. 


ექსკურსია

სკოლა იმედის  IX 2  კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წლის დასასრულს მოაწყვეს ექსკურსია კახეთის მიმართულებით. მოინახულეს და მოილოცეს უძველესი ტაძრები. გადაიღეს უამრავი სამახსოვრო ფოტო. ეს დღე ერთ-ერთ ლამაზ მოგონებად დარჩება მათ მეხსიერებაში.

 კლ. ხელ-ლი: ე. ფირცხალავა


ექსკურსია რაჭაში-ნიკორწმინდა-ბარაკონი

კლასის ხელ-ლი: ი.ხარაზიშვილი