2017 წლის საახალწლო პროექტი-ღონისძიება V 2 კლასში

ყოველი ახალი წელი, ხომ ახალ ემოციებთან და იმედებთანაა დაკავშირებული. ასევე ეს დღესასწაული ყოველთვის ზეიმთან და კარნავალთან ასოცირდება. სწორედ ამიტომ V2 კლასის მოსწავლეებმა გადავწყვიტეთ მოგვეწყო პროექტი-ღონისძიება. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ მზადების პროცესში. მათ ძალიან მოკლე დროში მოახერხეს დაემუშავებინათ მიცემული თემატიკა. ბავშვებმა ჯერ წარმოგვიდგინეს ლექსები და გადმოგვცეს ახალ წელთან დაკავშირებული ინფორმაცია, როგორც ქართულ ისე ინგლისურ ენებზე. მათ ამცნეს მსმენელს ამბები ახალი წლის ტრადიციების შესახებ, როგორც საქართველოში, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. ეს მოხსენებები რა თქმა უნდა გაამრავალფეროვნეს სხვადასხვა ლექსებითა თოვლის ბაბუაზე. ბავშვებმა მოგვითხრეს თუ რა განსხვავებაა ქართულ თოვლის ბაბუასა და სანტა კლაუსს შორის, რომლებიც ახალი წლის მთავარ პერსონაჟებთან ასოცირდება. ყოველ ბავშვს სწამს და სჯერა, რომ ახალი წლის ღამეს თოვლის ბაბუა საკვამურიდან ჩამოვა და უამრავ საჩუქარს დაუტოვებს მათ. მოსწავლეებმა მოინდომეს ასევე, რომ ღონისძიება სხვადასხვა ქართული ცეკვებით გაემრავალფეროვნებინათ. ეს ღონისძიება ვფიქრობ დადებითად ისახა ყოველი მოსწავლის მეხსიერებაში.

კლასის ხელმძღვანელი: თეა დეისაძე

 


გასეირნება მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში

გაზაფხულის ერთ-ერთი მშვენიერი აპრილის დღეს II  კლასის მოსწავლეებმა კლასის დამრიგებელთან ერთად გადავწყვიტეთ მოგვეწყო გასეირნება ქუთაისისი მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში. ბავშვები დიდი სიხარულითა და ჟრიამულით შეეფინენ ბაღის ეზოს, იცელქეს, იმხიარულეს, გაერთნენ ატრაქციონებზე და დიდი ემოციებით დატვირთულნი დაბრუნდნენ შინ.

კლასის ხელმძღვანელი: მაკა ზირაქაძე


ქუთაისის ბოტანიკური ბაღი ქალაქის ერთ-ერთ და მნიშვნელოვან ღირსშესანიშნეობას წარმოადგენს, ბაღში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის მცენარეთა რამდენიმე ასეული სახეობაა წარმოდგენილი, ცნობილია მარადმწვანე კვიპროსი, ჭადარი, დაფნა, ციტრუსები, ჩვეულებრივი კაკალი. 260 მდე სახეობა ბუჩქს წარმოადგენს, 160 სახეობა მარადმწვანე ხეებია, ზოგიერთი მცენარის საქართველოში შემოტანის თარიღი უცნობია. პარკს ყოველდღიურად უამრავი ადგილობრივი დამთვალიერებელი და ტურისტი სტუმრობს. ასევე მოსწავლეები და პედაგოგები სხვადასხვა სკოლებიდან, რომლის მიზანიც მოსწავლეებისათვის ქალაქის ღირსშესანიშნაობების გაცნობაა, რათა მათ ადრეულ ასაკიადან იცოდნენ რამდენ დიდი სიმდიდრე ძევს ჩვენს პატარძალივით მორთულ ქვეყანაში,. 20 ოქტომბერს, სასწავლო დღის შემდეგ მე-3 მეექვსე კლასის მოსწავლეები და მშობლები დამრიგებელთან ერთად ესტუმრნენ ქუთაისის ბოტანიკურ ბაღს. მათ გიდის დახმარებით დაათვალიერეს პარკი, გაეცვნენ მცენარეთა უამრავ სახეობას, ნახეს პატარა ეკლესია ხეში, დასვეს საინტერესო კითხვები, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები და ძალიან კმაყოფილნი დაბრუნდნენ შინ.

კლასის დამრიგებელი: . ზარნაძე


მე-3 მეექვსე კლასი. 2107 წლის 22 დეკემბერი, სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასასრული ნამდვილ დღესასწაულად იქცა სკოლა ” იმედის” მე-3 მეექვსე კლასის ბავშვებისა და მშობლებისადმი, კლასის დამრიგებელმა ჩაატარა შობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება, მშობლების აქტიური მონაწილეობით შესაბამისად და საუცხოოდ მოირთო ჯგუფი, აღსანიშნი იყო ბავშვების სადღესასწაულო კოსტუმები და მორთულობა, მათ ლაღი, პოზიტიური განწყობით წარმოადგინეს ნამუშევარი სტუმრებისა და დამსწრე პედაგოგების წინაშე, სახალისო ცეკვები, სიმღერები, საშობაო ლექსები, ჩვენმა პატარებმა სიხარულით შეგვისრულეს და დადებითი შეფასებაც დაიმსახურეს. განსაკუთრებით დიდ სიხარულს გამოხატავდნენ მოსწავლეთა მშობლები და კლასის დამრიგებელი. მან მის პატარებს უდიდესი მადლობა გადაუხადა თავდაუზოგავი და დაუზარებელი შრომისთვის, წარმატებები და ნათელი მომავალი უსურვა მათ.

კლასის დამრიგებელი: . ზარნაძე