2 მ ა ი ს ო ბ ა

ქუთაისი, იმერეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი, საპარლამენტო ქალაქი. ის  საქართველოს მნიშვნელოვანი  სამრეწველო და კულტურული ქალაქია, აქ მდებარეობს სხვადასხვა კულტურული ობიექტები, თეატრები, გალერიები, მუზეუმები… ანტიკური ავტორები ჩვენს ქალაქს კოლხეთის სამეფოს სახელით მოიხსენიებდნენ.ქუთაისის საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. არქეოლოგიური მონაცემებით დღევანდელი ქუთაისის ტერიტორია და შემოგარენი უკვე 100 ათასი წლის წინ იყო დასახლებული. ძვ.წ. XV-XIII საუკუნეებიდან აქ კოლხური კულტურის არსებობა დასტურდება.2 მაისსი ქუთაისში – ქუთაისობის დღესასწაულს აღნიშნავენ. ამ დღესთან დაკავშირებით ქალაქში სხვადასხვა კულტურულ-სპორტული ღონისძიებები და კონცერტები იმართება.სწორედ ამ დღეს V2 კლასის მოსწავლეებმა გადავწყვიტეთ, რომ გაგვესეირნა ჩვენი ქალაქის ქუჩებში. უამრავი სახის ღონისძიება გაიმართა ქალაქის ცენტრში, მათ შრის მკლავჭიდსა და  მძლეოსნობაში შეჯიბრი, ფაეტონით გასეირნება, მრავალი ჩოხოსანის ხილვა განსაკუთრებულ სილამაზე სძენდა ქუჩებს. ბავშვებმა ბევრი ისეირნეს, დავათვალიერეთ TBC ბანკის გალერეა, სადაც უამრავი საინტერესო ნივთი იყო წარმოდგენილი, გადავიღეთ სამახსოვრო ფოტოები და შთაბეჭდილებებით აღვსილნი დავბრუნდით შინ.

კლასის ხელმძღვანელი: თეა დეისაძე


ლაშქრობა მოწამეთასა და სამების მონასტრის მიმართულებით

2017  სასწავლო წლის ნოემბრის მიწურულს აკ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის საშუალო სკოლა „იმედის“ V2 კლასის მოსწავლეთა ინიციატივით მოეწყო სასწავლო სახის ღონისძიება-ლაშქრობა მოწამეთისა და სამების მონასტრების მიმართულებით.მოწამეთის მონასტერი ძველი ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია, თავისი წარმტაცი, ხატოვანი ბუნებით, ირგვლივ მდებარე მთა-გორები, წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე.  მონასტერი მდებარეობს სოფელ მოწამეთაში, მდინარე წყალწითელას ხეობაში. მონასტერი აგებულია  წამებული ძმების, არგვეთის ერისთავების დავითისა და კონსტანტინეს სახელზე.
არგვეთი ცალკე სამთავროს წარმოადგენდა. ერისთავმა ძმებმა მტრის დასახვედრად შეკრიბა ლაშქარი. მათი მეთაურობით ქართველთა ლაშქარი გმირულად ებრძოდა მტერს, მაგრამ ბოლოს დამპყრობელი მურვან ყრუს ბრძანებით არაბებმა მოახერხეს ცოცხლები შეეპყროთ არგვეთის მთავრები. ძმებ მხეიძეებს ხელ-ფეხი შეუკრეს, ქვები დაჰკიდეს და მდინარეში ჩაყარეს. ქუთათურებმა ძმები მხეიძეები აკლდამაში დაასვენეს. მონასტრის აგების ძირითად თარიღად XI საულუნე სახელდება და მის აღმშენებლად ბაგრატ მეფე მოიხსენიება.მოსწავლეეებმა პირველად სწორედ ეს საქართველოს ერთ-ერთი კულტურული ძეგლი მოილოცეს.

რაც უფრო უახლოვდებოდით სამონასტრო კომპლექსს, მით უფრო რწმენით მივაბიჯებდით განახლებული მონასტრის ეზო-გალავნის გასწვრივ. მოსწავლეებმა მოილოცეს ტაძარი, რის შედეგადაც გეზი სამების მონასტრისაკენ ავიღეთ.სამების მონასტერი მდებარეობს სოფელ სორმონში. მონასტრის ეზოში მიმავალთ იქ გამეფებული იდუმალი გარემო, რაღაც ზებუნებრივი ძალებით გვავსებდა. მონასტერში მასპინძლობა მამა საბამ გაგვიწია, რომელიც ამჟამად იქ მოღვაწე ერთ-ერთი ბერია. მამა საბამ მოსწავლეებს ამცნო მონასტრის დაარსებისა და მოღვაწეობის შესახებ. თვით ტაძარი ბაზილიკური ნაგებობის ნიმუშია. შიდა ინტერიერი ბაზილიკური ულამაზესი ფრესკებითაა მოხატული. მოსწავლეებმა მოილოცეს ტაძარი, ამის შემდეგ მცირედი დახმარება გაუწიეთ მამა საბას მონასტრის სამეურნეო საქმიანობაში. ბავშვები დიდი ენერგიითა და მონდომებით ასრულებდნენ მამა საბას მიერ დაკისრებულ მოვალეობას.

ვფიქრობ, რომ ეს საოცარი დღე ლამაზი შთაბეჭდილებებით აღიბეჭდება მოსწავლეთა მეხსიერებაში. გადავიღეთ სამახსოვრო ფოტოები და რწმენით აღვსილნი დავუბრუნდით ჩვენს მშობლიურ ქალაქს.

კლასის ხელმძღვანელი: თეა დეისაძე


ექსკურსია: რაბათი, მწვანე მონასტერი, საფარა

ჩვენ ხშრად ვმსჯელობთ საჭიროა ერთმანეთისაგან   გავმიჯნოთ სულიერი, ზოგადსაკაცობრიო ფასეულობები და დროებითი, წარმავალი ღირებულებები. სწორედ ამ შეგნების ჩამოყალიბებას ემსახურება  რაბათში ჩვენი სტუმრობა. 2017 წლის 8 ივნისს V1 კლასის მოსწავლეებთან ერთად. გიდმა ბავშვებს გააცნო თითოეული ტაძრის ისტორია, ისაუბრა ძეგლების ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობაზე, მოსწავლეებმა მოილოცეს ეკლესიის სიწმინდეები. შთამბეჭდავი და განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი იყო მათთვის ქართულ ისტორიულ მიწა წყალზე გატარებული ერთი ლამაზი დღე.ვუსურვებ ჩვენს პატარება შთამბეჭდავ დღეთა სიმრავლეს…

კლასის ხელმძღვანელი: ნათია სოხაძე


ვიქტორინა ინგლისურ ენაში

მოსწავლეთა წასახალისებლად და მათი მოტივაციის ასამაღლებლად ჩავატარეთ  ვიქტორინა V1 კლასში. კლასგარეშე აქტივობები, სიტყვების განმარტებები, გამოცანები, რებუსები, გამოვიყენეთ „PUZZLE“. ადრე შეძენილ ცოდნაზე დაყრდნობით  მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ შეჯობრში და თავიანთი ცოდნა კარგად გამოავლინეს ვიქტორინის პროცესში დასმული კითხვების ხასიათში. გამოვავლინეთ გამარჯვებული გუნდი.

კლასის ხელმძღვანელი: ნათია სოხაძე


გასეირნება ბოტანიკურ ბაღში

18 აპრილს თბილ მზიან დღეს ვესტუმრეთ ქუთაისის განახლებულ ბოტანიკურ ბაღს. V1 კლასის მოსწავლეებმა სასიამოვნო დღე გაატარეს ბუნების წიაღში და კარგი განწყობით დაბრუნდნენ სკოლაში.

კლასის ხელმძღვანელი: ნათია სოხაძე