“ქართული სულის კვალდაკვალ”

ვინ არ მოეფერება ქართული ბუნების სილამაზეს, ცადაზიდულ მთებს, “აქაფებულ” მდინერეებს, კაშკაშა ცას… უცხოსა და ჯერ არ ნათქვამს ვერაფერს მოიფიქრებს ადამიანი საქართველოს სილამაზის შესახებ. ერთადერთი რაც ჩვენზე, მომავალ თაობაზე დამოკიდებული ისაა, რომ მოვეფეროთ და ვეზიაროთ ამ სილამაზეს.
მეათე კლასელებმა დაიწყო ფიქრი თუ რომელ მხარეს  გაგვეკეთებინა ექსკურსია – სვანეთზე შეჩერდა აზრი. მართლაც 17-18 ივნისს დავადექით გზას პირქუში სვანეთისაკენ. აი იქ ასულებს კი თვალწინ გადაგვეშალა ღა მარტო სილამაზე, არამედ ღმერთის ძალას მიახლოებული საოცრება დიდი სვანეთისა. ორი დღე ენით აღუწერელი შთაბეჭდილებებით მოვიარეთ ეს ლამაზი კუთხე.

X კლასის ხელმძღვენელი: სოფო კლდიაშვილი


ექსკურსია ჭიათურა-არგვეთი-მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმში

სწავლის დასრულების შემდეგ, ზაფხულის ერთ მშვენიერ მზიან დღეს გავემგზავრეთ ექსკურსიაზე მე-5დკლასის მოსწავლეები მშობლებთან ერთად. პირველად მოვილოცეთ ჭიათურის დედათა მონასტერი, რომელიც მთლიანად კლდეშია გამოკვეთილი და მერცხლის ბუდესავით მოსჩანს გზიდან. შემდეგ გავემგზავრეთ სოფელ არგვეთში- მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმში. მუზეუმს ულამაზესი ეზო ამშვენებს, ის მთლიანად მწვანეშია ჩაფლული. მუზეუმის თანამშრომელმა დაწვრილებით მოუთხრო დიდი ქართველი პოეტის ბიოგრაფია. დაათვალიერებინა პირადი ნივთები და მოასმენინა ავტორის მიერ წაკითხული რამდენიმე ლექსი. გზად დავათვალიერეთ ცნობილი კაცხის სვეტი, რომელსაც აღფრთოვანებაში მოჰყავს მნახველი. კმაყოფილები დავბრუნდით შინ.

კლ. ხელლი: მაკა ფაიქიძე


ერთი მხიარული დღე ბოტანიკურ ბაღში

გაზაფხულდა და ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში, ისე როგორც მთელ ქალაქში აყვავდა ვარდი თუ ენძელა, ია თუ ყოჩივარდა. სწორედ ამ დროს 5დ კლასის მოსწავლეები ეწვივნენ ქუთაისის ბოტანიკურ ბაღს. გადააბიჯეს თუ არა ბავშვებმა ბაღის ზღურბლს, ისინი ნამდვილ ბუნების ჯადოსნურ სამყაროში აღოჩნდნენ. წითლად აყვავებული აზალიების ხეივანი საუცხოო სანახავი იყო. ვარდ– მაისი გამეფებულიყო ბოტანიკურ ბაღში. ბავშვებს განსაკუთრებით დაამახსოვრდათ მუხაში გამოკვეთილი პატარა სამლოცველო. 4–5 ბავშვი თავისუფლად დაეტია ამ ციცქნა ეკლესიაში. ასევე საინტერესო და მიმზიდველიიყო სექვოიას უზარმაზარი ხე. ლამაზად მოვლილი და მოკირწლული ბილიკებით ბავშვები ცნობისმოყვარეობით ათვალიერებდნენ მცენარეებს და გიდის მეშვეობით ეცნობოდნენ ფლორის საოცრებებს. ოცნების ამსრულებელ გულის ფორმის გამოსახულებას ბავშვებმა ხელის დადებით გაანდეს თავიანთი სურვილები და სკოლაში იმედითა და შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ….

კლ. ხელლი: . ფაიქიძე


გასეირნება განახლებულ ქუთაისში

გასეირნება განახლებულ ქუთაისში მაშინ , როცა ქუთაისი 2 მაისობისთვის და გვირილობის დღესასწაულისთვის ემზადებოდა, გადავწყვიტეთ გაგვესეირნა ქალაქის ბაღში და დაგვეთვალიერებინა ,თუ როგორ აპირებდნენ ქუთათურები ქუთაისობის აღნიშვნას.. მართლაც ნაირფერი ყვავილებით მოერთოთ ცენტრალური მოედანი და ბაღი. დავათვალიერეთ ქალაქის ღირშესანიშნაობები , ბევრი ვიმხიარულეთ ,გავერთეთ, გადავიღეთ სამახსოვრო ფოტოები და მხიარულები დავბრუნდით სკოლაში. ეს მათთვისკიდევ ერთი დაუვიწყარი დღე იყო.

კლ. ხელლი: მაკა ფაიქიძე