მისალოცი ბარათების დამზადება

II  კლასის მოსწავლეებმა დედის დღესთან დაკავშირებით დაამზადეს მისალოცი ბარათები, სადაც  ჩაწერეს ლამაზი მისალოცი ტექსტები და დიდი სიყვარულით მიართვეს თავიანთ დედიკოებს.

კლასის ხელმძღვანელი: . ჭკუასელი


სტუმრად ცირკში

2 (6) კლასის დამრიგებელი ბავშვებთან ერთად ვესტუმრეთ ქუთაისის საერთაშორისო ცირკს, რომელიც ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში იყო დაბანაკებული.ბავშვებმა ნახეს მხიარული ჯამბაზები, აკრობატები, გაწვრთნილი ცხოველები და აქლემების ქარავანი. მათ სიხარულს და აღტაცებას საზღვარი არ ქონდა, ანთებული თვალებითა და მქუხარე ტაშით გამოიხატავდნენ ოვაციებს. ძალიან მხიარულები და კმაყოფილები დარჩნენ. ამ სანახაობის შემდეგ ვისეირნეთ ქალაქის პარკში და ბევრი სამახსოვრო ფოტოც გადავიღეთ.

კლასის ხელმძღვანელი: . ჭკუასელი


ექსკურსია სათაფლიაში

2 (6) კლასის მოსწავლეებმა კლასის დამრიგებელთან ერთად 4 ივნისს მოვაწყვეთ ექსკურსია სათაფლიის მღვიმეში. ძალიან საინტერესო დღე გამოვიდა, გაფართოებული თვალებით ათვალიერებდნენ პატარები მღვიმეს, უკვირდებოდნენ ყველა დეტალს, ყურადღებით ისმენდნენ ყოველ სიტყვას, სვავდნენ  კითხვებს. ბოლოს ბუნებაში ბევრი ითამაშეს, გაერთნენ და კმაყოფილებთ სავსენი სახლებში დაბრუნდნენ. კიდევ ერთი სამახსოვრო და შთაბეჭდილებებით სავსე დღე შეემატა მათ მეხსიერებას. გადავიღეთ სამახსოვრო ფოტოები.

კლასის ხელმძღვანელი: . ჭკუასელი