სტუმრად ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში

2016 წლის ნოემბერში ივ. ჯავახიშვილის სახელობის საშუალო სკოლა „იმედის“ V2 კლასის მოსწავლეებმა და კლასის ხელმძღვანელმა გადავწყვიტეთ მოგვენახულებინა დიდი ქართველი კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი.ჩვენს მშობლიურ ქალაქში მდებარე გენიალური მუსიკოსის სახლ-მუზეუმი 1963  წელს გაიხსნა გაზოგადოებრივ საწყისებზე. მნახველთა ყურადღებას იპყრობს სათუთად მოვლილი ეზო. მუზეუმში მისულთ მეგზურობა მუზეუმის თანამშრომლებმა გაგვიწიეს. მოსწავლეები დიდი ყურადღებით ისმენდნენ დიდი ქართველი მუსიკოსის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ საინტერესო ცნობებს.
ზ. ფალიაშვილი დაიბადა 1871 წლის 16 აგვისტოს პ. ფალიაშვილის ოჯახში. ზაქარიას მშობლები კათოლიკები იყვნენ. მათ  დიდი ოჯახი ჰქონდათ. დედა, მამა და 17  და-ძმა. მათგან 7 დედმამიშვილი სხვადასხვა დაავადებით ადრეულ ასაკში გარდაიცვალა. თვით შენობა სადაც სახლ-მუზეუმია ახლა განთავსებული კათოლიკური ეკლესიის მსახურთა საცხოვრებელს წარმოადგენდა. 16 წელი 1887 წლამდე  ზაქარიამ ამ ფუძეზე გაატარა. ამ წლებში მიიღო მან პირველი მუსიკალური შთაბეჭდილებები და გამოცდილება. ზაქარია და მისი უფროსი ძმა  მუსიკის გაკვეთილებს იღებდნენ ფელიქს მიზანდართან. ნიჭიერი ახალგაზრდები მალე შენიშნეს და და ვინმე ალფონსო ხითარიშვილმა  ისენი თბილიში წაიყვანა. ივანე კათოლიკურ ეკლესიაში მოეწყო ორღანისტად, ზაქარია ორღანისტის თანაშემწედ.ზაქარია ფალიაშვილის მუსიკა ქართველი ერის სიამაყეა. მის შედევრებს: „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“, „ლატავრა“ და სხვანი დღესაც აღტაცებაში მოჰყავს მსმენელი.მუზეუმის ეზოში  გადავიღეთ ვსამახსოვრო ფოტოები. საინტერესო იყო ჩვენი თანაქალაქელის, დიდი მუსიკოსის ცხოვრების და მოღვაწეობის გაცნობა.

კლასის ხელმძღვანელი: თეა დეისაძე


ექსკურსია: რაბათი-საფარის მონასტერი-მწვანე მონასტერი

2017 წლის 26 მაისს VII4 კლასი და კლასის  ხელ-ლი ინგა ხარაზიშვილი ვიმყოფებოდით ექსკურსიაზე.პირველად მოვინახულეთ მწვანე მონასტერი, რომელიც აგებულია მე-9-10 საუკუნეებში და მდებარეობს სამცხე-ჯავახეთში. ცნობილია, რომ  შაჰ-თამაზის  შემოსევის დროს მონასტერი დაარბიეს და ათობით ბერი დახოცეს და აწამეს. აქ მდინარე ჩითახევში ჩაყრილ ქვებზე ისევ არის მე-16 საუკუნეში დახოცილ ბერთა კვალი.შემდეგ გავემართეთ საფარის სამონასტრო კომპლექსის სანახავად. ის არაუგვიანეს X საუკუნისაა. აქ ადრე ჯაყელთა რეზიდენცია იყო. ბოლოს მოვინახულეთ რაბათის ციხესიმაგრე. ის შედგება განსხვავებული ფუნქციის და მხატვრული-არქიტეტქურული ღირებულების, შუა საუკუნეების სხვა პერიოდის ნაგებობებისაგან, ჩვენი სტუმრობა დაემთხვა 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ  ღონისძიებას.მოსწავლეებმა დიდი ყურადღებითა და ინტერესით მოინახულეს ჩვენი ქვეყნის წმინდა სალოცავები და საინტერესო ადგილები. გადავიღეთ სამახსოვრო სურათები და ემოციებით სავსენი დავბრუნდით შინ.

კლასის ხელმძღვანელი: ინგა ხარაზიშვილი


ექსკურსია: ჯვარი-მცხეთა-შიომღვიმე

2017 წლის 13 ივნისს VII3 კლასი და კლასის ხელ-ლი ი. ხარაზიშვილი ვინყოფებოდით ექსკურსიაზე.პირველად გავემართეთ მცხეთის ჯვარზე, რომელიც აღმართულია წმინდა ნინოს მიერ აღმართული პატიოსანი ჯვრის გარშემო. ტაძრის სახელწოდებას ისტორიული საფუძველი აქვს.ექსკურსიის შემდეგი მარშუტი შიომღვიმე  იყო. მონასტერი დააარსა VI საუკუნეში  შიომ, მღვიმელად წოდებულმა, რომელიც ერთ-ერთი ცამეტი ასურელი მამათაგანი იყო. შიომღვიმის კომპლექსი მდებარეობს ქართლში მცხეთის რაიონში. მოვისმინეთ საინტერესო ლეგენდა, რომლის მიხედვითაც მღვიმეში დაყუდებულ შიოს საკვებს მტრედები უზიდავდა ნისკარტით.მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს, გადაიღეს სამახსოვრო სურათები და ემოციებით სავსენი დავბრუნდით შინ.

კლასის ხელმძღვანელი: ინგა ხარაზიშვილი


2 მაისობის დღესასწაული ქუთაისში

2 მაისის აღნიშვნა ჩვენს ქალაქში ტრადიციად იქცა. ამ დღესთან დაკავშირებით ტარდება ფართო მაშტაბიანი ღონისძიებები.2017 წლის 2 მაისს VII3  და VII4 კლასმა და კლასის ხელ-მა გადავწყვიტეთ დავსწრებოდით სხვა ღონისძიებებს და ჩვენც გაგვეზიარებინა საზეიმო განწყობა.დავესწარით ნიღბების თეატრის გამოსვლას. მოსწავლეებმა გადაიღეს სამახსოვრო სურათები და ბევრი იხალისეს. ბაღში მოეწყო შეჯიბრებები და სხვა სპორტული თამაშები.ქალაქში ამ დღესთან დაკავშირებით  მოეწყო გვირილობის დღესასწაული, ეს გამოძახილია ისტორიული წარსულის. აღსდგა საუკუნის წინანდელი ტრადიცია და ის ყოველ 2 მაისს ტარდება.

კლასის ხელლი: ინგა ხარაზიშვილი