მე-82 კლასის დამრიგებლის, თამილა ჭანკვეტაძის მიერ,2017–2018 სასწავლო წელს,  ჩატარებული ღონისძიებები:

 2017-2018 წელი დატვირთული იყო კლასგარეშე ღონისძიებებით, რამაც დადებითი როლი შეასრულა კლასის, როგორც ერთიანი კოლექტივის ჩამოყალიბებაში. განვახორციელეთ შემდეგი ღონისძიებები:

  1. სასაწავლო ექსკურსია: ვარძია–ზარზმა–საფარა–ხერთვისი–მწვანე მონასტერი.
  2. ლაშქრობა გოდოგნის მთავარანგელოზის ტაძარში.
  3. ლაშქრობა ბოტანიკურ ბაღსა და ბაგრატის ტაძარში.
  4. თეატრალური ფესტივალის „იმერეთი 2018“–ის ფარგლებში სხვადასხვა რაიონის თეატრების მიერ წარმოდგენილ სპექტაკლებზე დასწრება.
  5. ახლადგახსნილ კინოთეატრში, ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ გადაღებული მხატვრულ–დოკუმენტურ ფილმ „ექვთიმე ღვთისკაცზე“  დასწრება.
  6. გვირილობის დღესასწაულზე ქალაქში ერთობლივი გასეირნება.
  7. დავით კლდიაშვილის პიესის „დარისპანის გასაჭირის“ მხატვრული კითხვა და მინი ინსცენირება.
  8. პრეზენტაციები სხვადასხვა საგნებში.
  9. დაუნის სინდრომის დღისადმი მიძღვნილი სოლიდარობის აქცია– „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“.
    კლასგარეშე ღონისძიებების პარალელურად სისტემატიურად ვატარებდი სადამრიგებლო საათს შემუშავებული გეგმის მიხედვით.
     წლის მანძილძე აქტიურად ვთანამშრომლობი მშობლებთან, ვაწარმოებდი პირად შეხვედრებსა და დისტანციურ კომუნიკაციას.გავმართე სამი მშობელთა კრება.

კლასის ხელმძღვანელი:თ. ჭანკვეტაძე


,,სამოთხე საქართველოში’’

უცხო როდია ჩვენტვის სკოლა ,,იმედის’’ უკვე მეთორმეტე კლასელთათვის ისტორიული მემკვიდრეობის მონახვა,მოლოცვა…არაერთხელ დაგვილაშქრავს საქართველოს სხვადასხვა კუთხე: სამეგრელო,გურია,ულამაზესი რაჭა,შეუდარებელი სამცხე-ჯავახეთი.შარშან ჩვენი თვალით ვნახეთ და შევიგრძენით ლეგენდად ქცეული მკაცრი და მიუკარებელი სვანეთის ბუნება და ბუნებასთან შერწყმული ადამიანის ხასიათი,მაგრამ ის რაც 2018 წლის 22-23 ივნისის შთაბეჭდილება იყო ალბათ მგოსანის კალამს საჭიროებს.ჩვენ დავლაშქრეთ ყაზბეგი, მარშრუტი შევადგინეთ: ლომისა;სნო;სტეფანწმინდა,გერგეთის სამება,დარიალის ხეობა,ბაზალეთის ტბა,ანანური.
….ულამაზესი ბუნება,ერთდროულად მკაცრიც და თბილიც,სტუმართმოყვარეც და მიუკარებელიც.დარიალის ხეობაში მისულთ ერთხმად ერთი ემოცია გვქონდა: ,,სამოთხე საქართველოში” ,,ქვეყნისა კაცნი და ზეცისა ანგელოზნი”,აი ეს სიტყვები გაგვახსენდა როცა გერგეთის სამებაში მისულთ მოფუსფუსე რვთისმსახურნი დაგვხვდნენ.როგორი რუდუნებით და სასოებით უვლიან დიდ მემკვიდრეობას,მოფერებას და შრომას არ აკლებენ თითოეულ გოჯ მიწას,საგანძურს.
უდიდესი,ენით აუღწერელი ემოციით დავბრუნდით შინ,ბედნიერებით აღვსილნი რომ ჩვენს ქრონიკას კიდევ მიემატა ორი ლამაზი დღე.წინ კიდევ ბევრი ემოცია და ლამაზი დღეები გველოდება….

კლასის ხელმძღვანელი: ს.კლდიაშვილი