8 მარტი და გაზაფხული

2017 წლის 6 მარტს VI მეოთხე კლასის მოსწავლეებმა მოაწყვეს ღონისძიება 8 მარტი და გაზაფხული. ღონისძიებაში ყველა მოსწავლე ღებულობდა მონაწილეობას. ბავშვებმა მასწავლებლებს, დედებსა და ბებიებს მიულოცეს გაზაფხულის შემობრძანება და ეს ულამაზესი დღესასწაული.

კლასის ხელმძღვანელი: გვანცა ბოჭორიშვილი


გასეირნება ბაგრატის ტაძარზე

2017 წლის 12 მაისს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს  6 მეოთხე კლასის მოსწავლეები  ქუთაისის ბაგრატის ტაძრის დასათვალიერებლად გაეშურნენ. გაზაფხულის ამ ლამაზ დღეს ყვავილების ფურცლებსა და მზის სხივებით მორთული ქუთაისის მშვენება კიდევ უფრო სანახავი იყო. იქაურობას იმ დღეს უამრავი უცხოელი თუ ქართველის სტუმრობდა და ყველა დიდი რუდუნებით ათვალიერებდა საუკუნეების ამ ულამაზეს ქმნილებას.

კლასისი ხელმძღვანელი: გვანცა  ბოჭორიშვილი


სტუმრად ბოტანიკურ ბაღში

2017 წლის 7 აპრილს 6 მეოთხე კლასის მოსწავლეები მშობლებთან და დამრიგებელთან ერთად ქუთაისის ბოტანიკურ ბაღს ვესტუმრეთ. იქ უჩვეულოდ სასიამოვნო გარემოა, მრავალწლოვანი წიწვოვანი მცენარეები, სიგრილე, სილამაზე და სიმყუდროვე ერთმანეთთან არის შერწყმული. ბაღში გატარებული რამდენიმე საათი სასიამოვნო მოგონებად დარჩათ მოსწავლეებს.

კლასის ხელმძღვანელი: გვანცა ბოჭორიშვილი