წიგნი თუ კომპიუტერი?..

ბიბლიოთეკა ჩემი თაობისათვის იდუმალებით მოცული ადგილი იყო, სადაც ერთდროულად აღტაცებითა და მოწიწებით ვსტუმრობდით, გვანდობდნენ და მოგვქონდა წიგნები ოცნებებში სამოგზაუროდ. მერე მოხდა ისე, რომ ბიბლიოთეკებში სიარული მასობრივად შეწყდა და ამის მიზეზად ჭკვიანმა ადამიანებმა კომპიუტერის გამოჩენა დაასახელეს. ასე ერთბაშად რატომ იბრუნა ყველამ პირი წიგნისგან, და იმ სამყაროსგან, რასაც წიგნები გვაძლევდნენ? იქნებ სხვა მიზეზებიც არის?
ბიბლიოთეკარები საკუთარი თვალით ხედავდნენ, მკითხველი წიგნს თანდათან შორდებოდა. აუცილებელი გახდა, რომ საკმაოდ მცირე ფინანსებითაც კი  შესაძლებელია საინტერესო ღონისძიებების განხორციელება. საბიბლიოთეკო სივრცის გადაქცევა თანამედროვე ბავშვის შემეცნების ადგილად. ისიც დაინახეს, რომ ფინანსებზე მნიშვნელოვანი კრეატიული მიდგომაა, სხვადასხვა აქტივობების ჩატარება საკუთარი ძალებითაც შეიძლება. აუცილებებია მოზარდების ჩართულობა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში.
წიგნი თუ კომპიუტერი??….  დამეთანხმებით ამ თემაზე ხშირად საუბრობენ უფროსები და თან ამასაც ამატებენ: კომპიუტერი მოკლავს წიგნს. მერწმუნეთ ეს არ მოხდება. წიგნმა მრავალ საუკუნეს გაუძლო და დღემდე სახეზე გვაქვს, თანაც უფრო და უფრო ვითარდება და საინტერესო ხდება წიგნის მოხმარება, ხოლო კომპიუტერი რამოდენიმე ათეული წელია რაც შეიქმნა და კაცმა არ იცის ის რამდენ ხანს იქნება ჩვენს ცხოვრებაში. წიგნმა თავისი ძლიერება დაგვიმტკიცა და სამყაროს აღსასრულამდე იარსებებს. ის არის განათლების და ინფორმაციის მიღების ერთი-ერთი საუკეთესო საშუალება.
ადამიანი წიგნის კითხვის დროს იმ კონკრეტულ მოვლენას აღიქვამს რაც წიგნში წერია, იქ მოყვანილი გმირების აზრებსაც განიცდის და მთლიანად წიგნში არის შესული გონებით.   ხოლო როდესაც კომპიუტერით კითხულობ მხოლოდ თვალების დაღლას და მობეზრებას ვგრძნობთ. თანამედროვე ცხოვრებაში ადამიანს აკლია რაიმეს მიმართ განცდა, რაც მხოლოდ წიგნმა უნდა შეავსოს?  წიგნი ადამიანს აიძულებს იფიქროს, გონება დაძაბოს და ფანთაზიის უნარი გამოიმუშავოს. განა  თანამედროვე ცხოვრებაში შეუძლია რაიმე სხვას ამ განცდების შევსება? კომპიუტერს??….. არა…..
კომპიუტერით შეგვიძლია მრავალი ინფორმაციის მოძიება მარტივად, უპრობლემოდ და ზედმეტი ენერგიის დახარჯვის გარეშე. კომპიუტერი სიმარტივეს გვაჩვევს, ხოლო წიგნი სირთულეს. დამეთანხმებით მიზნის მიღწევისას სიმარტივე ადამიანისათვის უინტერესოა ხოლო სირთულის დაძლევა ფასეულია. გირჩევთ უფრო მეტი დრო წინგს დაუთმოდ ვიდრე კომპიუტერს.

მე მიხარია, რომ ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკა ყოველთვის სავსეა  მკითხველებით.  ჩემი მიზანია წიგნი და მოსწავლე ერთმანეთს დავაკავშირო და წიგნი მათი ორგანული ნაწილი გავხადო….

სკოლის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი: ლალი ხაჭაპურიძე


IV კლასის დამრიგებელი: სალომე გოგლიჩიძე