მოსწავლეთა მიღების პირობები

ქ. ქუთაისის შპს აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის საშუალო სკოლა იმედში

მოსწავლეთა მიღების პირობები

2019-2020 სასწავლო წელი

ქ. ქუთაისის შპს აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის საშუალო სკოლა „იმედში“ მოსწავლეთა  მიღება I კლასიდან XII კლასის ჩათვლით იწყება 2019 წლის 1 მარტიდან.

                                 მოსწავლეები მიიღებიან შემდეგი პირობებით:

პირველ კლასში დარეგისტრირდება მოსწავლე, რომელსაც სწავლის დაწყებამდე ე. ი 2019 წლის 16 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდება  6 წელი.

სკოლა ერთცვლიანია გაკვეთილები დაიწყება 9 00 საათზე და გახანგრძლივებული ჯგუფების მეცადინეობის ჩათვლით მთავრდება 16  45 სთ-ზე.

I კლასიდან VI კლასის ჩათვლით არსებობს  უფასო სწავლა გახანგრძლივებულ ჯგუფებში. მოსწავლეები მასწავლებლების მეთვალყურეობით ამზადებენ მეორე დღის გაკვეთილებს, ადგილზე ასრულებენ წერით  საშინაო დავალებებს.  

I-VIII  კლასების იმ მოსწავლეებისათვის, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით ჩამორებიან  ამა თუ იმ საგანში, არსებობს დამატებითი გაკვეთილები  ხარვეზების გამოსასწორებლად: მუშაობა ასეთ მოსწავლეებთან წარიმართება მშობლებთან წინასწარი შეთანხმებით.

 I კლასიდან VI  კლასის ჩათვლით მოსწავლეთათვის  სახელმძღვანელო წიგნები უფასოა,  მოსწავლე მიიღებს სკოლაში  სახელმძღვანელოებს და წლის ბოლოს ჩააბარებს ისევ სკოლას და მიიღებს მომდევნო კლასის სახელმძღვანელოებს და ა. შ.

IX-XII  კლასები ადგილზე ემზადებიან  ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის.

ინგლისური ენის სწავლება პირველი კლასიდან, რუსული ენისა მე-5 კლასიდან  ამასთან  უცხო ენების სწავლება გაძლიერებულია.

არსებობს უფასო  ინგლისური ენის წრე,  ინგლისური წრის მოსწავლეები  ემზადებიან კემბრიჯის  საერთაშორისო  სერთიფიკატის მოსაპოვებელი გამოცდების ჩასაბარებლად ქ. თბილისში.

ყველა კლასის მოსწავლეთათვის სურვილის მიხედვით არსებობს ერთჯერადი კვება /ცხელი კერძი-წვნიანი/.

ყოველი სემესტრის ბოლოს ე. ი. წელიწადში ორჯერ I კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით  ყველა ძირითად საგანში ტარდება გამოცდები ტესტირების  ფორმით. ტესტები შედგენილია სხვა სასწავლებლებში და მოწმდება მოსწავლეთა ცოდნა და მასწავლებელთა   მუშაობა ცალკეულ საგნებში.

IX-XII  კლასებში გარდა სემესტრული გამოცდებისა ტარდება ყოველთვიური ინტეგრირებული ტესტირება მომზადების მიმდინარეობის გადასამოწმებლად.

მომავალი პირველი კლასელების მშობლებმა  უნდა წარმოადგინონ  შემდეგი საბუთები:

  1. განცხადება /მშობელი ადგილზე დაწერს/;
  2. დაბადების მოწმობის ორიგინალი /1 ცალი ნოტარიუსით დამოწმებული/;
  3. სურათი 2 ცალი 3X4;
  4. მშობლების პირადობის მოწმობის ქსეროასლები;
  5. თერთმეტნიშნა პირადი ნომერი სამოქალაქო რეესტრიდან ამოწერილი;
  6. ჯანმრთელობის ცნობა/შესაძლებელია ძველიც/;

სკოლაში ყველა კლასის მოსწავლე სწავლის გადასახადს იხდის წელიწადში მხოლოდ 10 თვის განმავლობაში, ამასთან სწავლის გადასახადში შედის სწავლა გახანგრძლვებულ ჯგუფებში და ა. შ.

2019-2020 სასწავლო წლისათვის დაწესებულია შემედგი გადასახადები:

I-VIII  კლასის ჩათვლით 75 ლარი თვეში.

ორი დედმამიშვილი ნებისმიერ კლასში 140 ლარი/ორივე ბავშვზე/;

სამი და მეტი დედმამიშვილი ნებისმიერ კლასში 180 ლარი /სამივე ბავშვზე/;

IX-XII კლასები 100 ლარი.

                                                                                                                                                                           დირექცია