,, ქუთაისო   საქართველოს  გაზაფხულო“

                        ,,ქუთაისო    საქართველოს    გაზაფხულო,

                         ქუთაისო     თმაჭაღარა    თამადავ,

                         ქუთაისო     სავარდო  და   სამაისო,

                    ჩვენი   გული   შენით  ფეთქავს  მარადჟამს.“

ქუთაისი  მდიდარი   წარსულისა  და  მოწინავე  კულტურის  მქონე  ქალაქია,  რომელსაც სამართლიანად  უწოდებენ ,, ქართული  პოეზიის“  სავანეს, სდაც  ბევრი  ცნობილი  შემოქმედი  აღიზარდა.

ქუთაისობა ,ჯერ  კიდევ  ნახევარი  საუკუნის წინ  იმართებოდა. ორმაისობის  სასტარტო  ნიშანი   და  ათვლის  წერტილი  ,,გვირილობა“ იყო.

ჩვენ მე-3 7 კლასმა   როგორც პატარა ქუთაისლებმა  2 მაისს გადავწყვიტეთ  მოგვეწყო პრეზენტაცია და საკლასო ღონისძიება  ქუთაისობასთან დაკავშირებით.უამრავი ლექსითა და საინტერესო სიტყვებით  ხოტბა შეგვესხა ქუთაისისათვის .

კლასის ხელმძღვანელი: როენა სირბილაძე


გასეირნება ,,პრომეთეს მღვიმეში’’

პრომეთეს ღვიმე ზღვის დონიდან 100 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. იგი გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. მთავარ შესასვლელთან მე-60 მეტრზე მღვიმეს ახშობს ტბა. განუმეორებელია არქიტექტურული დარბაზების, მრავალფეროვანი მოცულობით. აღმოჩენილია 16 დარბაზი თვითოეული მათგანი მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან მასშტაბითაც და გაქვავებული ჩამოჩამონაღვენთების განუმეორებელი ფორმით. ყველაზე ლამაზ დარბაზს, რომელიც გამოირჩევა სტალაგმიტებისა და სტალაქტიტების სიმაღლით „რუსთველის“ სახელი უწოდეს. იმისათვის, რომ ჩემი პატარები იმერეთის ამ გასაოცარი ბუნებით დამტკბარიყვნენ, 3-7 კლასმა გადავწყვიტეთ ოქტომბრის თბილ დღეს მოგვენახულებინა პრომეთეს მღვიმე. ბავშვების აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა.ისინი დიდი ინტერესით უსმენდნენ გიდის მონათხრობს.გაუჩნდათ უამრავი კითხვა,რომელიც გიდმა სრულიად დაუკმაყოფილათ.

კლასის ხელმძღვანელი: როენა სირბილაძე


     სტუმრად ,,ოტია  იოსელიანის სახლ -მუზეუმში”

1930 წლის 16 ივნისს წყალტუბოს რაიონის სოფელ გვიშტიბში დაიბადა ოტია იოსელიანი. ერთი წლისა და სამი თვისას მამა გარდაეცვალა. ოტიაც და მისი უმცროსი ძმა შალვაც ჯერ კიდევ აკვანში იყვნენ. ორ აკვანს შორის ქვრივად დარჩენილ დედას – ლიზა (ცუცა) ალაშვილს მეტად გაუჭირდა ობლების გაზრდა, თუმცა ოჯახში იმყოფებოდნენ მწერლის ბებია და მამიდა, რომლებმაც მომავალში დიდი გავლენა მოახდინეს მის პიროვნებად ჩამოყალიბებაში.

ოტია და მისი ძმა წყალტუბოს სკოლაში ერთად შევიდნენ. მესამე კლასიდან ის მამიდამ, რომელიც რუსული ენის მასწავლებელი იყო, გვიშტიბის მეზობლად სოფელ გუბისწყალზე წაიყვანა სასწავლებლად. ბავშვები ყოველ შაბათ-კვირას სოფელში ბრუნდებოდნენ და მამისეულ საკარმიდამო ნაკვეთს უვლიდნენ.

მწერლის დედა იმ დროისათვის წყალტუბოში ერთერთ სანატორიუმში მუშაობდა და ცდილობდა, იქ აღებული ორიოდე კაპიკით დახმარებოდა ოჯახს. დედას ძალიან უჭირდა გაძღოლოდა ოჯახს.

შემოგდომის ერთ თბილ დღეს, მე- 3 კლასმა დამრიგებელთან და მშობლებთან ერთად გადავწყვიტეთ გაგვეცნო ოტია იოსელიანის ბიოგრაფია და ვესტუმრეთ მის სახლ- მუზეუმს,სადაც მასპინძლობა და გიდობა  გაგვიწია ოტიას  ვაჟმა დაჩიმ  და მისმა მეუღლემ.ბავშვები მონათხრობით აღფრთოვნებულები  დაჩნენ. ნახეს ოტიას ნივთები,მისი საფლავი და ბევრი სხვა საინტერესო გაიგეს მის შესახებ.

კლასის ხელმძღვანელი: რ.სირბილაძე


,,შემოდგომის   ფოთოლცვენა“   

წელიწადის ყველა სეზონს თავისი ხიბლი  აქვს.განსაკუთრებით  ლამაზი  კი  შემოდგომაა,  თავისი   ოქროსფერი ელვარებით.ამიტომ   3 7 კლასმა მოვაწყვეთ  პრეზენტაცია     ,,შემოდგომის   ფოთოლცვენა „

 კლასის ხელმძღვანელი: რ.სირბილაძე