დიდი მწერლები – “ვაჟა, ილია ,აკაკი

2018 წლის 30 იანვარს  6 3 კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს აქტივობა ‘” ვაჟა, ილია, აკაკი”. მოსწავლეები განაწილდნენ 3 ჯგუფად და ისაუბრეს მათ მიერ არჩეული მწერლის ბიოგრაფიასა და შემოქმედებაზე.

კლასისხელმძღვანელიინგა კახიძე


ძალა ერთობაშია

2017 წლის 25 დეკემბერს  6 3 კლასის მოსწავლეები უფროსკლასელებთან ერთად სტუმრად იყვნენ ქუთაისის სმენადაქვეითებულ ბავშვთა სკოლაში. გადასცეს საახალწლო საჩუქრები. მასპინძლებმა დაათვალიერებინეს სკოლა, პედაგოგებმა გააცნეს სკოლის მუშაობის სტრუქტურა. ბავშვები დამეგობრდნენ, ისწავლეს ჟესტური სიტყვები, დრო მხიარულად გაატარეს, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.

კლასისხელმძღვანელიინგა კახიძე


ინტელექტუალური შეჯიბრი.

სასწავლო პროცესის საინტერესოდ წარმართვისათვის და მოსწავლეთა წახალისების მიზნით 2017 წლის 7 დეკემბერს მე- 6 მესამე კლასში ჩატარდა სახალისო აქტივობა – ინტელექტუალური შეჯიბრი. მოსწავლეები განაწილდნენ ორ გუნდად ” ინტელექტი” და “ერუდიტი”. შეჯიბრი შედგებოდა რამდენიმე ეტაპისგან:
I. გამოიცანით მწერალი.
II. გამოიცანით ნაწარმოები
III. ზოგადი რაუნდი.
IV. ბლიცი.
V. სუპერ ბლიცი.
გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი. მოსწავლეებს გადაეცათ სამახსოვრო სიგელები. აქტივობას ესწრებოდნენ პედაგოგები, რომლებმაც დადებითად შეაფასეს მოსწავლეების ინტელექტუალური შესაძლებლობები.

 კლასისხელმძღვანელიინგა კახიძე


შემოდგომის ფერები

2017 წლის 30 ნოემბერს  მე-  4 3 კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს აქტივობა ” შემოდგომის ფერები” . ნახატებით, ხელნაკეთი ნივთებით, საშემოდგომო ტკბილეულით, ლექსებითა და მოთხრობებით გააცილეს ფერადი შემოდგომა.

 პედაგოგიინგა კახიძე


2017 წლის 5 ოქტომბერს 6 3 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ ქუთაისის სპორტის მუზეუმს. მუზეუმში დაცულია ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს, ევროპის, ყოფილი სსრკ, საქართველოს საერთაშორისო ტურნირებში მიღებული სხვადასხვა ჯილდოები – ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს მედლები, თასები, სუვენირები, სპორტული ინვენტარი, ცნობილ სპორტსმენთა ფოტო და დოკუმენტური მასალა, სპორტულ თემაზე გამოცემული წიგნები.

 კლასისხელმძღვანელიინგა კახიძე