სტუმრად ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში

2018 წლის 10 მაისს მე- 6 კლასის მოსწავლეები სტუმრად იყვნენ ქუთაისის სამხატვრო გალერეაში. დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეის დაფუძნების თარიღია 1976 წლის 27 აპრილი. მუზეუმში დაცულია ფერწერული ნამუშევრები (ნიკო ფიროსმანი, გიგო გაბაშვილი, ა. ციმაკურიძე ქ. მაღალაშვილი, ე. ახვლედიანი, ლადო გუდიაშვილი, კორნელი სანაძე, სერგო ქობულაძე, რ. სტურუა), ასევე გრაფიკული, სკულპტურული (ბიძინა ავალიშვილი, გ. ნიკოლაძე, ი. ოქროპირიძე, ს. ყიფიანი, ვ. მიზანდარი, შ. მიქატაძე) და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები.

კლასისხელმძღვანელიინგა კახიძე


“ენა განძია ერისა”

1978 წლის 14 აპრილს, რუსთაველის გამზირზე გამოსული რამდენიმე ათასი ადამიანი წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის ნებას და არ დაუშვა საბჭოთა კონსტიტუციის 78-ე მუხლში შეტანილი იმ ცვლილების დამტკიცება, რომლის მიხედვითაც, ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა. 14 აპრილი საქართველოში დედაენის დღედაა გამოცხადებული “ენა არის ერის სული და ერის სული არის მისი ენა” მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს ქართულ დამწერლობას, უამრავ დაბრკოლება გამოვლილი ქართული ენა კულტურის ენა იყო არა მხოლოდ ქართველთათვის, არამედ კავკასიაში მცხოვრები ბევრი სხვა ეთნიკური ჯგუფისთვისაც. ეს არის განძი, რომელსაც საფრთხე არასდროს უნდა შეექმნას, ეს არის ის რასაც ყველაზე მეტად სჭირდება დაცვა, გაფრთილხება და სიყვარული. უცხოელი ლინგვისტები ქართულ ენას მერვე საოცრებადაც თვლიან, მისი სწავლის სირთულის გამო. ყველა ადამიანის ვალია იცავდეს საკუთარ დამწერლობას, ენას რომელზეც მეტყველებს, აზროვნებს, ურთიერთობს და ენა რომელიც მისთვის მშობლიურია. ” მშობლიური ენის სიწმინდის დაცვისათვის ბრძოლა ისეთივე საპატიო საქმეა, როგორც ხმლით დაცვა საკუთარი სამშობლოსი.” კონსტანტინე გამსახურდია 13 აპრილს დედაენის დღესთან დაკავშირებით მე- 6 კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს აქტივობა ” ენა განძია ერისა” . ისაუბრეს დედაენის მნიშვნელობაზე, წაიკითხეს ქართველი მწერლების ლექსები, რომლებიც ეძღვნება ქართულ ენას. აქტივობას ესწრებოდნენ პედაგოგები.

კლასისხელმძღვანელიინგა კახიძე