2017-2018 სასწავლო წლის 21/04 და 5/ 05 აკად.ივანე ჯავახიშვილის სახელობის საშუალო სკოლა ,,იმედში” ჩატარდა შიდა სასკოლო ოლიმპიადა მათემატიკაში V-VI კლასებში ორ ტურად. ომპიადის მიზანია გააღვივოს მოსწავლეებში მათემატიკის სწავლისადმი ინტერესი და გაუწიოს პოპულარიზაცია მას მოსწავლეთა შორის.სკოლის დირექტორმა გამარჯვებულები დიპლომებითა და პრიზებით დააჯილდოვა.


,,დედა’’  

აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სკოლა ,,იმედის’’ VI  2 კლასის მოსწავლეთა ინიციატივით 2018 წელს, ქალთა დღესასწაულთან დაკავშირებით მოეწყო პროექტი -ღონისძიება სახელწოდებით ,,დედა’,  სადაც მოსწავლეებმა ძალიან თბილი და ბავშვური გულწრფელი სიყვარულით გაუთბეს გულები დედიკოებს და ასევე სიურპრიზის სახით თითოეულმა მოსწავლემ გადასცა მოკრძალებული საჩუქარი მათთვის ყველაზე ძვირფას ქალბატონებს,სიხარულის ცრემლებით გულაჩუყებულმა დედებმა  დადებითად შეაფასეს პროექტი.გადავიღეთ სამახსოვრო ფოტოები და ვფიქრობ რომ ეს რამოდენიმე ლამაზი წუთი სასიამოვნო მოგონებად აისახება მათ მეხსიერებაში.

კლასის ხელმძღვანელი: თეა დეისაძე


“მხიარული სტატები”

სასწავლო პროცესი რომ ერთფეროვანი და მოსაწყენი არ იყოს, მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა აქტივობებს, განსაკუთრებით კი ფიზიკურ განტვირთვას. სკოლა “იმედის” მე_3 6 კლასის მოსწავლეები დამრიგებელთან ერთად გაკვეთილების შემდეგ წავიდნენ ქუთაისის რაგბის სტადიონზე და გავმართეთ სხვადასხვა საინტერესო თამაშები, ბავშვები გაიყვნენ გუნდებად, გამართეს შეჯიბრი, გამოვლინდა გამარჯვებული. აქტიურად ჩაერთო კლასის დამრიგებელიც. ბავშვებმა გამოხატეს განტვირთვით გამოწვეული დიდი სიხარული შინ დაბრუნებისას.

კლასის ხელმძღვანელი: გ.ზარნაძე


სტუმრად ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

სადამრიგებლო საათის გეგმის მიხედვით მესამე კლასელებს ჩაუტარდათ გაკვეთილი სწავლის მიზნებიბის, ამოცანებისა და ეტაპების შესახებ, მოსწავეები დაინტერესდნენ თუ რით განსხვავდება უნივერსიტეტი სკოლისაგან, სწავლების როგორი მეთოდებია სტუდენტებისათვის და რა გზის გავლა უწევთ მათ წარმატებული სწავლების შემდეგ. ამიტომ კლასის დამრიგებელმა გადაწყვიტა ბავშვები წაეყვანა ქუთაისი აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მოსწავლეებმა ყურადღებით დაათვალიერეს აუდიტორიები, კითხვები დაუსვეს ლექტორებს და კიდევ უფრო აუმაღლდათ მოტივაცია უკეთ სწავლისათვის.

კლასის ხელ-ლი: . ზარნაძე


ექსკურსია გორში

9 ივნისს მე-3 6 კლასის მოსწავლეები , მათი მშობლები და დამრიგებელი გაემართნენ ქალაქ გორში, იაკობ გოგებაშვილი სახლ- მუზეუმის მოსანახულებლად სოფელ ვარიანში, ბავშვები გაეცვნენ მწერლის მშობლიურ კუთხეს, ყურადღებით დაათვალიერეს ძველი ნივთები, ოთახი, სადაც მწერალმა დაწერა უკვდავი წიგნები და შექმნა სკოლა სოფლის ბავშვებისათვის. მოსწავლეებმა დასვეს საინტერესო კითხვები. სოფელ ვარიანის შემდეგ მოინახულეს კლდეში ნაკვეთი ქალაქი უფლისციხე, მოილოცეს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია და ძველი სამალავი ციხე- დარბაზები. ბავშვები ერთმანეთს იზიარებდნენ შთაბეჭდილებებს და იღებდნენ სამახსოვრო ფოტოებს. კლასის დამრიგებელი განსაკუთრებულ მადლობას უხდის მშობელთა კომიტეტს ექსკურსიის ორგანიზებასა და მხარდაჭერისთვის!

კლასის ხელ-ლი: . ზარნაძე


დედა  საწყისი  სიცოცხლის

დედის დღესთან დაკავშირებით 2 მარტს მე- 4 კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს ღონისძიება ” დედა საწყისი სიცოცხლის”. ხელნაკეთი ნივთებით , ნახატებით, ყვავილებით, ლექსებითა და მოთხრობებით მიულოცეს დედებს დედის დღე და გაზაფხულის დადგომა.

მასწავლებელიინგა  კახიძე