მოსწავლეთა მიღების პირობები

.ქუთაისის შპს აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის საშუალოს კოლა ,,იმედში’’ მოსწავლეთა მიღების პირობები
2018-2019 სასწავლო წლისათვის საშუალო სკოლა ,,იმედში” მოსწავლეთა მიღება I კლასიდან XII კლასის ჩათვლით იწყება  2018 წლის მარტიდან.

მოსწავლეები მიიღებიან შემდეგი პირობებით:
 5 წლიანი მოსწავლეებისათვის სკოლაში ფუნქციონირებს მოსამზადებელი განყოფილება. მოსწავლეები  ემზადებიან სკოლისათვის: ქართული, მათემატიკა, ინგლისური, ხელოვნება და სხვა საგნების საგაკვეთილო სწავლებით.
მოსამზადებელი განყოფილება მუშაობს 00 სთ დან 16 15 სთ-მდე .
 პირველ კლასში დარეგისტრირდება მოსწავლე, რომელსაც სწავლის დაწყებამდე, .. 2018 წლის 17  სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი.
სკოლა ერთ ცვლიანია გაკვეთილები დაიწყება 9 00 საათზე და გახანგრძლივებული ჯგუფების მეცადინეობის ჩათვლით მთავრდება 16 15 სთ-ზე.

I კლასიდან V კლასის ჩათვლით არსებობს უფასო სწავლა გახანგრძლივებულ ჯგუფებში. მოსწავლეები მასწავლებლის მეთვალყურეობით ამზადებენ მეორე დღის გაკვეთილებს,ადგილზე ასრულებენ წერით საშინაო დავალებებს.
I კლასიდან V კლასის ჩათვლით მოსწავლეთათვის სახელმძღვანელო წიგნები უფასოა, მოსწავლე მიიღებს სკოლაში სახელმძღვანელოებს და წლის ბოლოს ჩააბარებს ისევ სკოლას და მიიღებს მომდევნო კლასის,სახელმძღვანელოებს  და ა. შ. არსებობს ქართული ცეკვების სტუდია.
 X/XII კლასები ადგილზე ემზადებიან როგორც საასტეტატო, ასევე ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის. ინგლისური ენის სწავლება პირველი კლასიდან,რუსული ენისა მე-3 კლასიდან ამასთან უცხო ენების სწავლება გაძლიერებულია.
არსებობს უფასო ინგლისურის წრის მოსწავლეები ემზადებიან კემბრიჯის საერთაშორისო სერთიფიკატის მოსაპოვებელი გამოცდების ჩასაბარებლად .თბილისში.
I-IV კლასელებისათვის სურვილის მიხედვითარსებობს ერთჯერადი კვება(ცხელი კერძი-წვნიანი).

ყოველი სემესტრის ბოლოს ე.ი. წელიწადში ორჯერ  I – დან XII კლასის ჩათვლით ყველა ძირითად საგანში ტარდება გამოცდები ტესტირების ფორმით.
მოწმდება მოსწავლეთა ცოდნა და მასწავლებელთა მუშაობა ცალკეულ საგნებში.
IX-XII კლასებში გარდა გამოცდებისა ტარდება ყოველთვიური ინტეგრირებული ტესტირება მომზადების მიმდინარეობის გადასამოწმებლად.
მომავალი პირველი კლასელების მშობლებლებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  • განცხადება/ მშობელი ადგილზე დაწერს/;
  • დაბადების მოწმობა ნოტარიუსით დამოწმებული 1 ცალი
  • სურათი 2 ცალი 3X4
  • მშობლების პირადობის მოწმობის ქსეროასლები
  • თერთმეტნიშნა პირადი ნომერი სამოქალაქო რეესტრიდან ამოწერილი;
  • ჯამრთელობის ცნობა,(შესაძლებელია ძველიც)
  • დევნილის საბუთი
  • სოციალურად დაუცველის საბუთი;

სკოლაში ყველა კლასის მოსწავლე სწავლის გადასახადს იხდის წელიწადში მხოლოდ 10 თვის განმავლობაში,ამასთან სწავლის გადასახადში შედის სწავლა გახანგრძლივებულ  ჯგუფებში.

2018-2019 სასწავლო წლისათვის დაწასებულია შემდეგი გადასახადები:

  • I-VIII კლასის ჩათვლით 75 ლარი თვეში
  • ორი დედმამიშვილი ნებისმიერ კლასში 140 ლარი /ორივე ბავშვზე/
  • სამი და მეტი დედმამიშვილი ნებისმიერ კლასში 180 ლარი /სამივე ბავშვზე/
  • IX – XII კლასები 100 ლარი თვეში;

მოსწავლის მშობელს შეუძლია სურვილის მიხედვით მთელი სასწავლო წლის თანხის ერთად გადახდა,ასევე წლიური თანხის გადანაწილება თვეების მიხედვით.სწავლის საფასურის გადახდაუნდა მოხდეს არა უგვიანეს ყოველი თვის 10 დან 15 რიცხვის ჩათვლით.დაწესებული ვადების გადაცილების შემთხვევაში  მშობელს დაეკისრება საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ  დღეზე 10 ლარის ოდენობით.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: ქ.ქუთაისი ლადო ასათიანის 96,  225720, 593574243

დირექცია